LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოკში ვარ… არ ველოდებოდი-მეთქი, მოგატყუებთ, ყველაზე მეტად მაინტერესებს, ვინ იკადრებს და დათანხმდება მის ადგილს” – თამრიკო ჭოხონელიძე

1176
თამრიკო ჭოხონელიძე

„დავით დოიაშვილს კოლეგიალობა და მეგობრობა არ აპატიეს,“ – აცხადებს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც ხელოვანებთან ერთად დგას კულტურის სამინისტროსთან და „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებს.

თამრიკო ჭოხონელიძე, აქციის მონაწილეებთან ერთად კულტურის მინისტრთან, თამარ რუხაძესთან შეხვედრას ითხოვს.

„არ ველოდებოდი-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან იმდენი რამ მოხდა, შოკში ვართ ისეთ რამეებს აკეთებენ. ამიტომ, ნამდვილად არ იყო ჩემთვის გასაკვირი. კითხვას ვსვამ უბრალოდ – აღარაფერი ღირებულება აღარ არსებობს? გაქრა საერთოდ ამათი ცნებიდან ტერმინები – ადამიანი, კოლეგიალობა, პროფესიონალიზმი, მეგობრობა, იმიტომ რომ თიკა რუხაძის უახლოესი მეგობარი იყო დოი, რა საფუძველზეც გათავისუფლდა, ამას რომ ლაპარაკობენ, ეს ხომ ძალიან დიდი ტყუილია.

ამ თეატრმა რამდენი რამ გამოავლინა კოლეგიალობის თვალსაზრისით, ეს არ აპატიეს სწორედ დოის. ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, ვის დანიშნავენ. მე ერთადერთი ის მაინტერესებს – ვინ იკადრებს? იმიტომ რომ ეს ადამიანი ხომ მაინც იქნება, ამ ამბებთან შეხებაში და ხომ ზუსტად ეცოდინება სინამდვილეში, რა ხდებოდა თეატრში.

თუ არ დაგვხრიტეს ახლა ყველა, დოის წინ დიდი გზა აქვს და მე წარმატეტები მინდა ვუსურვო. დოი არის სწორედ კოლეგიალობის და მეგობრობის მაგალითი. როდესაც მე მჭირდებოდა დოი, მან ხორვატიაში 9 ნომინაციაზე უარი განაცხადა და ჩემთვის ჩამოვიდა, რომ ჩემი კონცერტი არ ჩაშლილიყო. ამიტომ ასე სამართლი როგორ წაიშლება, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

„არ ვაღიარებთ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ – „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასი

„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე

„ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის“ – ავთანდილ ვარსიმაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

„12 წლიდან გიცნობ. ყოველთვის გამოირჩეოდი შენი ნიჭით, ერთგულებით და სამართლიანობით…შენ გაგიმარჯოს ჩემო მეგობარო“ – ეკა ნიჟარაძე

„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე

კახა კალაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე: „საფუძველი არ ვიცი, მაგრამ რასაც ვუყურებ, თუ მას პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას – თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას“

magti 5g