LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოლცი: პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ ესეც არასწორად გათვალა

68
Untitled design (5)

„რუსეთის პრეზიდენტი  ენერგიას და შიმშილს იარაღად იყენებს, მაგრამ ვერ დაარღვია დასავლეთის ერთიანობა და ამ ტაქტიკით, ვერ მიაღწევს თავის საომარ მიზნებს“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა დღეს, 20 ოქტომბერს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

შოლცმა ვრცლად ისაუბრა უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთის დანაშაულებზე და აღნიშნა, რომ გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა.

„პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა“, – თქვა გერმანიის კანცლერმა ენერგეტიკულ კრიზისზე საუბრის დროს.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებიდან, შეერთებული შტატებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან გაზის ალტერნატიული მიწოდება უზრუნველყოფილია.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, შოლცმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინის მხარდაჭერაზე.

„ჩვენ არ დავტოვებთ მოსკოვის ბოლო ესკალაციას უპასუხოდ.. გადამწვარი მიწის ტაქტიკა არ დაეხმარება რუსეთს ომის მოგებაში, ისინი მხოლოდ გააძლიერებენ უკრაინის და უკრაინის პარტნიორების ერთიანობას“, – აღნიშნა შოლცმა.

New York Times: რუსეთმა სირიიდან ჯარები უკრაინაში გადაისროლა, რამაც შესაძლოა „ძალთა ბალანსის ცვლილებები გამოიწვიოს“

სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები