LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოპენი რომ ცოცხალი იყოს, თავადვე სასამართლოში უჩივლებდა ამ სამარცხვინო ჟიურის!“ – დავით ხრიკულმა შოპენის პიანისტთა კონკურსზე 6 ადგილიდან და 5 სპეციალური პრიზიდან ვერ ერთი ვერ მიიღო

4302
3caf0554-764e-4006-8e09-2b218da0f2ef

ქართველი პიანისტი დავით ხრიკული ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მონაწილე გახდა და 11 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა, ფინალში მას შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა და მიუხედავად მსმენელის მოლოდინის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი გულშემატკივრისა, დავით ხრიკულმა არსებული 6 საპრიზო ადგილიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვა და გარდა ამისა, ვერც დაწესებული 5 სპეციალური პრიზიდან მიიღო რომელიმე.

✨ The winner of the 19th Chopin Competition! On October 20, the final auditions of the 19th International Fryderyk…

Posted by The Fryderyk Chopin Institute on Monday, October 20, 2025

სოციალურ ქსელში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებელი წერს იმ კორუფციული გარიგებების შესახებ, რომლებიც ამგვარ კონკურსებს თან ახლავს. საუბრობენ იმის შესახებაც, რომ შოპენის კონკურსის ჟიურიში იყვნენ ადამიანები, ვისი მოსწავლეებიც მონაწილეებს და საპრიზო ადგილების მფლობელებს შორის არიან.

ქართულ სოციალურ ქსელში დავით ხრიკულის გამოსვლას და შოპენის კონკურსის შედეგებს აქტიურად ეხმიანებიან.

„შოპენი რომ ცოცხალი იყოს, თავადვე სასამართლოში უჩივლებდა ამ სამარცხვინო ჟიურის!“, წერს თამარ ივერი.

If Chopin were alive, he would go to court after seeing the shameful jury's decision.🤮!! შოპენი რომ ცოცხალი იყოს,თავადვე სასამართლოში უჩივლებდა ამ სამარცხვინო ჟიურის! 💩🤮

Posted by Tamar Iveri on Monday, October 20, 2025

ბერკლის ქართველი პროფესორი, გიორგი მიქაძე კი წერს, რომ ამ კონკურსის შემხედვარე კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ყველა მსგავსი კონკურსი კორუფციულია: „ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ შეჯიბრების შედეგებით. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რასაც ვგრძნობდი წლების განმავლობაში, რომ კლასიკურ პიანისტთა კონკურსების უმეტესობა კორუფციულია. ეს ყველაფერი მუსიკას აღარ ეხება, არამედ პოლიტიკას და ურთიერთობებს. გულს მიტეხს ის ფაქტი, რომ შოპენი, მოცარტი ან ბახი… გადაქცეულან მედალებისთვის ბრძოლად, ხელოვნების ზეიმის ნაცვლად. ეს არის ერთი დიდი წრე. არაფერი სამართლიანი, არაფერი გულწრფელი..“

I’m so disappointed again by the results of this competition. It just proves what I’ve felt for years that most…

Posted by Giorgi Mikadze on Monday, October 20, 2025

„ეს ბიჭი დაიპყრობს მსოფლიოს… დათუნა…“, აღნიშნავს მარინა ბერიძე.

„კონკურსები, შეჯიბრებები, ჩემპიონატები და ოლიმპიური ასპარეზობა უნდა იყოს სპორტში, სადაც გაზომავ, ვინ რამდენ მეტრე ისროლა ბადრო/შუბი, ვინ უფრო მძიმე შტანგა აწია და ა.შ… სრულიად აცდენილია მსგავსი ფორმატი ხელოვნებას და მით უმეტე,ს მუსიკას!

11 კაცში ფაქტობრივად, 8 მონაწილეს საპრიზო ადგილები მისცეს და დავით ხრიკულს არაფერი! ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და კიდევ ერთი დასტური სახელოვნებო „შეჯიბრების“ აბსურდისა! მაგრამ ვფიქრობ, დავითმა მთავარი გამარჯვება მაინც მოიპოვა – ის ხალხმა აღიარა და ეს არტისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა!

არა უშავს, ივო პოგორელიჩის არ გაუშვეს ფინალში მაგ კონკურსზე, მაგრამ სწორედ ამ „არ გაშვებამ” გაუკეთა მას უდიდესი მსოფლიო კარიერა და ვიმედოვნებ, რომ დავითის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდება…“ – დაჩი თაქთაქიშვილი.

„დათუნა, ეს ის შემთხვევაა, როცა ყოველგვარი პრემია ფასს კარგავს, ნიჭის წინაშე…“ – სანდრო გეგეჭკორი.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა უსინდისობა, უგუნურება, განუკითხაობა, სიყრუე, მიკერძოებაა Დღეს, ამ ოდესღაც პრესტიჟულ…

Posted by Marina Lobjhanidze on Monday, October 20, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g