მსახიობი და მოდელი შორენა ბეგაშვილი, რომლის ნიშნობამაც სოციალური ქსელი აალაპარაკა, გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ მას ხელი სთხოვა, შორენამ მორიგი „ანბოქსინგ“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნიშნობის საჩუქრებს ხსნის.
ფუფუნების საგნები და ბრილიანტის ბეჭედი ვიდეოში, რომელიც მსახიობმა სთორიში გაავრცელა, ჩანს მსოფლიო ბრენდების გამორჩეული აქსესუარები. შორენა ხსნის Tiffany & Co.-სა და Cartier-ის საფირმო ყუთებს, საბოლოოდ კი ხელზე ძვირად ღირებულ ბეჭედს ირგებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მისი მომავალი მეუღლის მორიგი საჩუქარია.
შეგახსენებთ, რომ წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს გახდა ცნობილი.
