შორენა ბეგაშვილი მოგზაურობას ტაილანდში განაგრძობს. ამჯერად ის პატაიაში იმყოფება, საიდანაც შთამბეჭდავ კადრებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
ფოტოებსა და ვიდეოებში შორენა ფერად საზღვაო კოსტიუმში სანაპიროზე პოზირებს. ტროპიკული გარემო, ზღვის პეიზაჟი და მოდელის დახვეწილი სტილი კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ვიზუალურ კონტენტს, რომელმაც მომხმარებლების დიდი ყურადღება მიიპყრო.
