ერთ-ერთ ინტერვიუში პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა აღნიშნა, რომ შორენა ბეგაშვილის დასახმარებლად, რომლის შვილსაც, მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ, განსაკუთრებული მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება, თითქოსდა ფულოს აგროვებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თავად შორენას არავისთვის უთხოვია ფინანსური დახმარება.
თუმცა, როგორც ჩანს, ევას გამოსაჯანმრთელებლად, ტელესახეს გარკვეული თანხები სჭირდება. მან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ ის თავის თეთრ „რეინჯ როვერ სპორტს“ სასწრაფოდ ყიდის, მანქანის ფასი 60 000 დოლარია.
როცა შორენამ ეს განცხადება სოციალურ ქსელში განათავსა, მას დიდი განხილვა მოჰყვა. ტელეწამყვანს სთავაზობენ, გახსნას ანგარიში, სადაც მსურველები ფულს ჩაურიცხავენ.
„ანგარიშის ნომერი გახსენით, სადაც ჩვენს პატარა წვლილს შევიტანთ და მანქანაც აღარ იქნება გასაყიდი…“, „შორენა, არა უშავს, მანქანას უკეთესებს იყიდი, შვილი კი ერთი გყავს და განუმეორებელი, უმაგრესი დედა ხარ, ძალიან გაფასებ“, „ისეთი ხალხისთვის მართავენ ტელე მარათონებს ამ ცხოვრებაში ყველაფერი რომ ნახეს და ან ბავშვისთვის რაგახდა ერთი ტელემარათონი ეს ხომ ახლა იწყებს ცხოვრებას, მოვითხოვოთ ერთი საქველმოქმედო გადაცემა“, „მაგარი დედა ხარ“ – უწერენ შორენას „ფეისბუქზე“.