LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა დასრულდა, რაზე ისაუბრა პატრიარქის მდივან-რეფერენტმა

130

შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია, ამის შესახებ „ციანიდის საქმის“ პროკურორმა განაცხადა.

ზვიად გუბელაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ დღეს თეთრუაშვილმა დაკითხვაზე ისაუბრა.

“დაზარალებულის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. კერძოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, პირველ რიგში, დადასტურდა, რომ მას არასდროს გველის შხამი არ უთხოვია გიორგი მამალაძისთვის და ამისთვის 500 დოლარი არ მიუცია. შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძისთვის არასდროს უთხოვია ციანიდი არც ოქრომჭედლისთვის და არც სხვა მიზნით. ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას”,- განაცხადა გუბელაძემ.

დაკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია თავად პატრიარქის მდივან-რეფერენტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g