ფინიქსში გამართულ Pot Of Gold Music Festival-ზე, რომლის ერთ-ერთი ჰედლაინერი, ლილ უეინი იყო, ამერიკელი რეპერი მსმენელის წინაშე დემნა გვასალიას ბრენდის, VETEMENTS–ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ქურთუკით წარდგა.
View this post on Instagram
A post shared by Believe in something bigger.DG (@demnagvasaliadaily) on
ჯინსის ქურთუკის გამორჩეულობა ლეგენდარული ქართველი პოეტების, შოთა რუსთაველის, ვაჟა ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის, სახელებია, რომლებიც სეზონური მოსაცმელის წინა მხარეს ამშვენებს.
ამასთან, ქურთუკს, რომლის ფასი 2,035 ევროა, ერთ სახელოზე გალაკტიონის ლექსი ,,მე და ღამე”, მეორეზე – სოხუმი 93, უკან კი – VETEMENTS აწერია.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო შოუბიზნესის წარმომადგენლები ქართველი მოდის დიზაინერის შემოქმედებას ირგებენ. აქამდე Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორის ლუქები რიანამ, ლედი გაგამ და სხვებმა მოირგეს.