LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთამ უარი თქვა: ვის ელაპარაკება ფედერაცია?

15

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებაზე შოთა არველაძემ უარი თქვა.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა ნაკრების სათავეში შოთა არველაძე მოსულიყო, თუმცა ეს თემა დაიხურა.

მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ორ უცხოელ სპეციალისტთან.

ყველა შემთხვევაში, 29 მარტისთვის, როცა საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ყაზახეთს უნდა უმასპინძლოს, გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები