LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოთი! ყველგან ჩემთან ერთად ხარ მამა! არსად არ წავალ აქედან, სანამ ისეთ ქვეყნად არ დალაგდება საქართველო, როგორიც შენს სადღეგრძელოებში და ცეკვაშია… იცოდეთ, ცემის და დაჭერის კი არა, სიკვდილისაც კი აღარ მეშინია“- ბუკა პეტრიაშვილი

633
ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი

„მე და შოთია სულ ერთად ვართ! ორი დღის წინ, როდესაც ზონდერებმა სასტიკად სცემეს მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირულს, კობა ხაბაზს და ჩვენს მამაც მოქალაქეებს, როდესაც ისევ წამოვიდა რეჟიმის ომონი, ჩემმა ბუკიტა ნატამ შოთიკოს მეგობრების მორიგჯერ მოქუჩების შემდეგ, ამოსუნთქვის შემდეგ მითხრა, აზრზე ხარ შოთიკო რას გვარბენინებდა ქუჩა ქუჩაო“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი წერს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც პეტრიაშვილი „ფეისბუკში“ წერს, ცემის და დაჭერის კი არა, სიკვდილისაც კი აღარ ეშინია:

„მე და შოთია სულ ერთად ვართ! ორი დღის წინ, როდესაც ზონდერებმა სასტიკად სცემეს მაკა მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირულს, კობა ხაბაზს და ჩვენს მამაც მოქალაქეებს, როდესაც ისევ წამოვიდა რეჟიმის ომონი, ჩემმა ბუკიტა ნატამ შოთიკოს მეგობრების მორიგჯერ მოქუჩების შემდეგ, ამოსუნთქვის შემდეგ მითხრა, აზრზე ხარ შოთიკო რას გვარბენინებდა ქუჩა ქუჩაო    
შოთი! ყველგან ჩემთან ერთად ხარ მამა! არსად არ წავალ აქედან, სანამ ისეთ ქვეყნად არ დალაგდება საქართველო, როგორიც შენს სადღეგრძელოებში და ცეკვაშია (ბანკეტზე შესრულებული გასმა და ხანჯლურის ილეთები თუ გაპატიო )
შოთიკოს ჟესტიკულაციაც ჩემგან პირადად ქოცრუსებს! იცოდეთ, ცემის და დაჭერის კი არა, სიკვდილისაც კი აღარ მეშინია. ასე რომ, დაახვიოთ დროზე ჩელიაბინსკში, თორე ასადის ოჯახის გვერდით ჰა-ჰა ერთი ოჯახი დაიტოვოს პუტლერმა!“ – წერს ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ალექსი პეტრიაშვილის შვილი, შოთიკო პეტრიაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.

„ბუკას გაუმარჯოს! საკუთარი ჰუდით ყველა აქციაზე რომ მოჰყავს შოთი… დარდიან, მაგრამ მებრძოლ მამას გაუმარჯოს“ – რა კადრებს ავრცელებს ცირა ელისაშვილი

ვიდეო: „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს თავს დაესხნენ – კადრები ადგილიდან

ვიდეო: „წინ მედგა პატრული, 30 ტიპი დუბინკით მცემდა და უყურებდნენ“ – მსახიობი გიორგი მახარაძე

„ჩვენ რომ მოგვკლავენ, მერე ნეკროლოგების წერა და ცრემლების ღვრა არ დაიწყოთ! ასეთ ქვეყანას, აშენებთ თქვენ!“ – ნოდარ მელაძე

მე და შოთია სულ ერთად ვართ! ორი დღის წინ, როდესაც ზონდერებმა სასტიკად სცემეს მაკა მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირულს, კობა…

Posted by Buka Petriashvili on კვირა, 08 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g