LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიელმა ძმებმა ატლანტის ოკეანე გადაცურეს და 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

162
https---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200118074939-01-scottish-brothers-atlantic

სამმა შოტლანდიელმა ძმამ სამი რეკორდი ერთდროულად დაამყარა. მათ ატლანტის ოკეანე რეკორდულად გადაცურეს.

ამის შესახებ CNN იტყობინება.

როგორც მედია საშუალება წერს, 27 წლის ევანმა, 26 წლის ჯეიმიმ და 21 წლის ლაკლან მაკლინებმა მოგზაურობა 12 დეკემბერს, კანარის კუნძულებიდან დაიწყეს და 35 დღეში ანტიგუაში დაასრულეს.

შედეგად, მათ 3 რეკორდი ერთდროულად მოხსნეს-ძმები მაკლინები პირველი 3 ძმა გახდნენ, ვინც ოკეანე ნავში გადაცურეს, ყველაზე სწრაფი ტრიო, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ყველაზე ახალგაზრდა ტრიო, რომელმაც ეს ოკეანე წარმატებით დალაშქრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე არსებული რეკორდის მაჩვენებელი 41 დღე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები