LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიის საავადმყოფოებში რობოტი-თაროები პაციენტებს წამლების მიღებას ახსენებენ

109
Capture

შოტლანდიის საავადმყოფოებში რობოტი-თაროები დადგეს. BBC-ის ინფორმაციით, ინოვაციური სისტემა ექიმებს, პაციენტებს თუ მათ ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში პირველია და რობოტ-თაროებს ქალაქ ებრდინის საბავშვო კლინიკაში დატესტავენ.

თარომ სამედიცინო პერსონალს საქმე ბევრად უნდა შეუმსუბუქოს. ექიმებს წინასწარ შეჰყავთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა დოზით უნდა მიიღოს პაციენტმა სხვადასხვა მედიკამენტი.

შემდეგ თარო საჭირო მომენტში პაციენტს აუცილებელ მედიკამენტს მიაწვდის. თუკი პაციენტი წამალს არ აიღებს, თარო წითლად დაიწყებს ნათებას.

პაციენტებს სიახლე ძალიან მოსწონთ, რადგან აღარ უწევთ ზედმეტი ფიქრი და არც სამედიცინო პერსონალის შეწუხება. რობოტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვან მოვალეობას ითავსებს – მათ წამლების დროულად მიღებაში ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები