„შოვიდან 7 კილომეტრში დაახლოებით, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა“ – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტს სთხოვს მიწოდოს მაღალი გარჩევადობის, კარგი ხილვადობის ან ფასიანი ამ პერიოდის კოსმოსური/აერო გამოსახულებები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას უკეთესად დაინახონ და შეაფასონ მიმდინარე გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პროცესები.
„ვაქვეყნებთ Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს. ეს სურათები არის უფასო. Landsat-ის მიერ ამ სურათების გადაღება მოხდა ისეთ დროს, როდესაც ღრუბელია და გარჩევადობა დაბალი. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა რომ ამ შუალედში, შოვიდან 7 კილომეტრში დაახლოებით, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა (ადგილობრივებმა თქვეს, ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდაო). ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემი ნაწილი.
ვთხოვთ, ყველა ჩვენ პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერისტეტს მოგვცენ მაღალი გარჩევადობის, კარგი ხილვადობის ან ფასიანი ამ პერიოდის კოსმოსური/აერო გამოსახულებები. რომელიც საშუალებას მოგვცემს უკეთესად დავინახოთ, შევაფასოთ მიმდინარე გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პროცესები და დაფიქსირებული პრობლემატიკის შემთხვევაში ვაწარმოოთ მონიტორინგი. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
#განცხადება #რაჭა #მეწყერი
ვაქვეყნებთ Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს. ეს…
Posted by დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი on Saturday, 5 August 2023