LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში გარდაცვლილებს შორის სამირა ისაევაა

1261
Untitled design (1)

შოვში, სტიქიის ზონაში გარდაცვლილი 18 წლის სამირა ისაევა იპოვეს.

მაშველები რაჭაში კიდევ ერთ გოგონას, 18 წლის სამირა ისაევას ეძებენ 

ინფორმაცია სამირა ისაევას ძმამ, ისკანდერ ისაევამ „ინფო რუსთავს“ მიაწოდა.

როგორც სამირას ძმა ამბობს, გარდაცვლილი დღეს მამამ ამოიცნო:

„დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს, ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ, რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ“, – უთხრა სიკანდერ ისაევამ მედიას.

„იდენტიფიცირებულია 12 გარდაცვლილი, მიმდინარეობს 5 მიცვალებულის იდენტიფიცირება“ – რაჭის მაჟორიტარი დეპუტატი 

შოვის სტიქიის დროს დაღუპულებს შორის დავით ბერიაშვილია

შეგახსენებთ, შოვის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ 18 ადამიანს. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 მოქალაქე.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g