შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ამჟამად მაშველები 13 ადამიანს ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულნი არიან როგორც მაშველები, ასევე, სამხედროები და მოქალაქეები.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ცნობილია 20 გარდაცვლილის შესახებ, 13 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე
„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი
ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე