LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში, სტიქიის დროს დაღუპულ ნატო ჭელიძესა და მის სამ მცირეწლოვან შვილს შაბათს დაკრძალავენ

1302
fot (2)

შოვის ტრაგედიისას დაღუპული, დუდაშვილების მე-4 წევრი, პატარა ანასტასიაც იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მარიტა გუტაშვილმა გაავრცელა.

6 აგვისტოს დადასტურდა 7 წლის ლუკას დაღუპვა. მოგვიანებით მაშველებმა გიო დუდაშვილის მეუღლის და კიდევ ერთი შვილის ცხედარიც იპოვეს.

გიორგი დუდაშვილის მეუღლესა და მის სამ მცირეწლოვან შვილს შაბათს დაკრძალავენ.

„გონებიდან არ ამომდის 2 წლის ანასტასიას სიტყვები: „ჩემი ტუტულიკა დედიკო, მიყვარხარ“ – ანასტასია დუდაშვილის დაღუპვა დადასტურდა

„ნატო ჭელიძე ;

ლუკა დუდაშვილი;

ანდრია დუდაშვილი;

ანასტასია დუდაშვილი.

პანაშვიდი 24-25 აგვისტო.

ქ. თბილისი, ჟიული შარტავას #45 , მე-3 სადარბაზო , მე-9 სართული.

გასვენება, 26 აგვისტო ( შაბათი) ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან, 14:00 საათზე“, – წერს მარიტა გუტაშვილი.

„შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე… გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“ – რას ჰყვება ახლობელი შოვის სტიქიის დროს დაღუპულ დედასა და სამ შვილზე

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g