შპს „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა დაზარალებული მოვაჭრე შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება.
„2018 წლის 27 თებერვალს, შპს „ქალაქის გულის“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც, კომპანია და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები დაზარალდნენ. დამწვარია დაახლოებით, 5 000 კვ. მ ფართობი. კომპანიის ადმინისტრაცია თითოეულ მოვაჭრეს ინდივიდუალურად ხვდება და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ყველა დაზარალებული, შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება. ამასთან, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის აღდგენა უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს და მოვაჭრეებმა მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შეძლონ“, – ნათქვამია შპს „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.