LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შქმერის მოსახლეობას და დამსვენებლებს გამართული სასმელი წყლის სისტემა ექნებათ

346
42894427-2130326253652926-8516141509051940864-n

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

სოფელ შქმერში, უშოლთაში და ხარისთვალში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ძირითადი ნაწილი სამუშაოების უკვე შესრულებულია. დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო.

აღსანიშნავია, რომ სოფელ შქმერში ასევე მიმდინარეობს წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია, რომელსაც შპს ,,გაზმშენი XXI” ახორციელებს, ღირებულება შეადგენს 84410,49 ლარს. დაფინანსებულია – 95% სახელმწიფოს მიერ, 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები