LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრი-ლანკას პრეზიდენტი მალდივებზე გაიქცა, დემონსტრანტები კი პრემიერის ოფისში შეიჭრნენ – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა

117
ing (4)

ტროპიკულ კუნძულ-სახელმწიფო შრი-ლანკაზე პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. 

მიმდინარე 5-დღიანი პროტესტის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად მალდივებზე გაიქცა. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ის მესამე ქვეყანაში გადასვლას გეგმავს.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ავტომატურად გახდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დღესვე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ცოტა ხნის წინ, მომიტინგეები პრემიერის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. ისინი რანილ ვიკრემენსინგჰეს დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ. პრემიერი პირობას დებს, რომ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი დროებითი მთავრობა დაკომპლექტდება.

სამართალდამცველებმა დღესვე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში 9 ივლისს შეიჭრნენ, მოგვიანებით მათ პრეზიდენტის რეზიდენციას ცეცხლი წაუკიდეს.

მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 13 ივლისს გადადგებოდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მან შრი-ლანკა გვიან ღამით, ჩუმად დატოვა.

მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელშიც ისინი პრეზიდენტს ადანაშაულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g