LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომა და საქმე – გახარიას პირველი კომენტარი ოფიციალურად გაპრემიერების შემდეგ

219
gaxaria-axali2

საქმე და შრომა – ეს არის მთავრობის ძირითადი ამოცანა. საკითხზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა. ეს იყო პირველი კომენტარი, რომელიც გახარიამ ამ რანგში გააკეთა. 

ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი ძალა - რა პრინციპები ექნება გახარიას?

გახარიას მთავარი პრინციპები: საქმე, შედეგი, ეფექტურობა, გონივრული ვადა და კეთილსინდისიერება, სიმართლე

გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზომვადი შედეგები აგრძნობინონ მოსახლეობას.

„ჩვენ ბევრი კარგი ინიციატივა და გეგმა გვაქვს. ახლა არის დრო, ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ შედეგებზე. ჩვენ სრულად, ეფექტურად უნდა ავამუშავოთ სახელმწიფო ბიუროკრატია, იმისათვის, რომ ყველა დაგეგმილი კარგი ინიციატივა, რაც გვაქვს, მივიტანოთ და მივიყვანოთ, როგორც შედეგი თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე. ეს არის ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა – საქმე და შრომა, ეფექტი, შედეგი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მაქსიმალურად სწრაფად გაზომვადი შედეგები ვაგრძნობინოთ მოსახლეობას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

ახალი მინისტრთა კაბინეტი გახარიას მეთაურობით დამტკიცებულია [ვიდეო]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g