LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ინსპექცია: 90 Covid-კლინიკაში დარღვევა გამოვლინდა

84
Untitled design

2021-2022 წლებში შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდ კლინიკა შეამოწმა, აქედან 90 დაწესებულებაში დადგინდა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი არ გაუციათ.

როგორც ინსპექციის სამსახურიდან “ინტერპრესნიუსის” მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, შემოწმებული დაწესებულებებიდან 33 ობიექტზე დამატებითი ანაზღაურების/დანამატის და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობების კუთხით დარღვევა არ გამოვლენილა.

4 ობიექტთან მიმართებით საქმის წარმოება შეწყდა, რადგან ისინი კოვიდ კლინიკის სტატუსით აღარ ფუნქციონირებენ:

“ამასთან, განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 86 კლინიკასთან მიმართებით, რომელთაგან სამსახურის მიერ გაცემული მითითებები სრულად იქნა აღმოფხვრილი 28 კლინიკის მიერ, რომლის შედეგად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე განმეორებითი ინსპექტირება სამსახურმა განახორციელა 51 კლინიკაზე, რომელთაგან 20 კლინიკის მიერ სრულად იქნა შესრულებული გაცემული მითითებები”, – აღნიშნულია შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები