LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ინსპექცია ობიექტებს დღეიდან ახალი წესებით შეამოწმებს

139
უსაფრთხოება-900x600

ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე ინსპექტირების ახალი წესი და პირობები განისაზღვრა და დღეიდან, შრომის ინსპექცია შემოწმებას ახალი სტანდარტის შესაბამისად განახორციელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა იმ სამუშაო სივრცეში, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა, დეტალურად განისაზღვრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, მისი უფლებამოსილების განხორციელების დროს შესასრულებელი მოქმედებები, მათ შორის ინსპექტირებამდე, ინსპექტირების პროცესში და ინსპექტირების დასრულების შემდგომ.

ეს ეხება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითად პრინციპებს, ამოცანებს და მექანიზმებს, ინსპექტირების სახეებს და მიმართულებებს, ასევე ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების წესს, ობიექტზე შესვლისას და ობიექტის ინსპექტირებისას განსახორციელებელ ღონისძიებებს, ოქმის შევსების, მითითების მიცემის და შემოწმების აქტის შევსების წესებს.

„ინსპექტირების წესის განსაზღვრა დაეხმარება, დამსაქმებელს და დასაქმებულს ჰქონდეთ ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“, – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g