LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ინსპექციამ დაუმორჩილებლობისთვის გახსნილი ბარი “ჯაფარასთან” დააჯარიმა

90
papapasp

შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში “ჯაფარასთან” შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მაია მიქაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბარი “ჯაფარასთან” დაჯარიმების მიუხედავად საქმიანობას კვლავ გააგრძელებს, ობიექტი დაილუქება.

“შრომის ინსპექცია ახორციელებს მონიტორინგს საქართველის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობაზე. შესაბამისად, აღმაშენებლის 45 ნომერში დადასტურდა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზატორი იყო ფიზიკური პირი, რისთვისაც შესაბამისი სანქცია იქნა გამოყენებული. შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობას ყველა არანებადართულ საქმიანობაზე, რომელიც გამოვლენილია, შესაბამისი სანქცია იქნება გამოყენებული. განმეორებით შემთხვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ასევე ხორციელდება ობიექტის დალუქვა”,-აცხადებს მაია მიქაია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g