LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი: „მკითხეს, ამ კანონს ეთანხმებით თუ არაო, აბა მითხარი, აბა მითხარიო.. ისე მეკითხებოდნენ, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა მკითხეს, ამ გუნდის წევრი და დიახ, ვეთანხმები, სწორია“

149
ვახტანგ გომელაური

მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ და პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი სწორია და მას ეთანხმება:

„მკითხეს, თქვენ კანონს ეთანხმებით თუ არაო, აბა მითხარი, აბა მითხარიო, თითებს გვიშვერდნენ.

მე ვარ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრი და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვარ ამ გუნდის წევრი და, რა თქმა უნდა. ისე მეკითხებოდნე, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა მკითხეს. დიახ, ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია. თუ ვალდებულები ვართ ყველა – სამინისტროები, რაში ვხარჯავთ ფულს, რომ შემოწმდეს, დაადეკლარირონ, რა პრობლემაა. არაერთხელ აუხსნიათ და ამ კანონს, მე მგონი, ჩემი ახსნა არ სჭირდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა“ – ვახტანგ გომელაური

ჩვენმა პოლიციელებმა მოითმინეს ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს – შს მინისტრი

პოპულარულები