LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ არასრულწლოვანს ინსპექტორმა ბაქრაძემ დედა შეაგინა და სცემა: პროკურორი

217
იპ

არასრულწლოვან, შშმ პირს პატრულ-ინსპექტორმა ნუკრი ბაქრაძემ დედა შეაგინა და სცემა, – აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის მეგობრები პოლიციის თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო და საუბარი არ ესმოდა, ნუკრი ბაქრაძე ბავშვის ცემას და სიტყვიერ შეურაცხყოფას განაგრძობდა.

პროკურორის თქმითვე, მსგავსი ფაქტის შემსწრე ნებისმიერი მოქალაქე შეეცდებოდა არასულწლოვნის დახმარებას, თუმცა, “პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა კახა ბაკაშვილმა თითიც არ გაანძრია აღნიშნული საქციელის აღსაკვეთად და არც არავის მოახსენა მომხდარის შესახებ”.

ბრალდების მხარე ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

პროკურორის თქმით, პოლიციელის მუნდირიც კი ვერ გახდა მათთვის შემაკავებელი ფაქტორი.

 

 

magti 5g