LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონის აღსრულების მონიტორინგის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შეხვედრა გაიმართა

79
FORTUNA.GE- (11)

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” კანონის აღსრულების მონიტორინგის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.

სხდომას დაესწრო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილიც.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ისაუბრა აქტივობებისა და იმ სამომავლო გეგმების შესახებ, რომელსაც სამინისტრო  შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით განახორციელებს.

ნინო ცაციაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, კანონის აღსრულების მიზნით, სამინისტროში შესაბამისი სამომავლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის კომიტეტთან ითანამშრომლოს.

2021 წლის 1 იანვარს ამოქმედდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც  ითვალისწინებს შშმ პირთათვის, დისკრიმინაციის გარეშე, ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს.

პოპულალურები