LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: „ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს“

147
ალექსანდე სამხარაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო აქტივისტი, ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც „ფორტუნას“ სამინისტროში განუცხადეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 13 ივნისს ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს. ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2 ივნისს სამხარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ საპროტესტო შეძახილებს ეუბნება „ქართული ოცნების” წევრ დავით მათიკაშვილს.

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი სამოქალაქო აქტივისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.

13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა. ის სასამართლოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.

„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ჩემს „მესენჯერს“ აკონტროლებდეს სუსი – ამ ვიდეოს ჩაწერამდე, მეგობარს „მესენჯერის“ საშუალებით ვესაუბრე, რომ მაღაზიაში მისვლას და ფორთოხლის ფულის გადახდას ვაპირებდი, რასაც კოლაბორანტის იქ მისვლა მოყვა“ – მოქალაქე, რომელსაც ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g