LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს აქტივისტების სახლებში ჩხრეკაზე – გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს

127
Capture

სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციის თანახმად, უწყებამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით. ეს მუხლები გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიურ მონაწილეობას, რაც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტების ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი), ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის საცხოვრებელ სახლებში პოლიცია, ამ წუთებში, ჩხრეკას ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g