LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს – კასპში ბრალდებულმა პირმა დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა

195
248512567_0_0_3641_2048_600x0_80_0_0_3a67a61dccd1e0af0562a46c4f24d512.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.შ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება.

„გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს.

გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება.

შიდა ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ წარმატებით ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად გ.შ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g