LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელით, მოქალაქეებს 100 000 დოლარს სთხოვდა

128
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით 100 000 დოლარს სთხოვდა.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა.

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები