LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ერთ-ერთი მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

60
1

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში ერთ-ერთი მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია “პირველის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ჯგუფის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს ცნობით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ჟრნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

magti 5g