LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

82

შსს-ს შიდა თანამშრომლებმა უკანონოდ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის, ასევე, სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტები გამოავლინეს.

ინოფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, 1983 წელს დაბადებული კ.ც. ამხილეს და მისი ავტომობილიდან 1.5 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა ამოიღეს, რომელიც მას ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. ფაქტზე გამოძიება სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობაზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე, 1982 წელს დაბადებული ლ.ქ. ამხილეს და მისი კუთვნილი „ფორდ ტრანზიტიდან“ 3 მ3 საშეშე მერქანი ამოიღეს, რომელიც მას გორის რაიონის სოფელ ღვარებიდან ხიდისთავის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. გამოძიება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით).

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული თ.ა. ამხილეს, რომელსაც გორში 22 მ3 წიწვოვანი ხის დახერხილი ფიცარი გადაჰქონდა. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლი).

ამასთან, პოლიციამ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე 4 პირი ამხილა.  ოთხივე შემთხვევაზე, მხილებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მეორე პრიმა მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით დაჯარიმდნენ (ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g