LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ მარტვილის მუნიციპალიტეტში მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

120
დაკავება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ი.ბ. მუქარის ბრალდებით დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში დაესხნენ თავს, დაჭრილია ორი მამაკაცი

სამეგრელოს პოლიციამ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“.

„სასწრაფოდ გაავრცელეთ. დაახლოებით 2 საათის წინ, მოტყუებით, დაკითხვის საბაბით პოლიციამ სახლიდან გამოიყვანა მოძრაობის წევრი დიკო ბჟალავა. 2 საათის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ გვქონდა ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის შესახებ. გაათიშინეს ტელეფონი და პოლიცია არ გვაწვდიდა ინფორმაციას.

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, პოლიციამ განყოფილებაში შემოიყვანა დიკო ბჟალავა და განგვიმარტა, რომ დაკავებულია სისხლის სამართლის 151-ე მუხლით.

გუშინდელი თავდამსხმელის მეუღლე დიკო ბჟალავას აბრალებს სიცოცხლის მოსპობის მუქარას. შეგახსენებთ, რომ მომჩივანის მეუღლე წუხელ საპროტესტო კარავში თავს დაესხა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეს, რომელიც გადაყვანილია ქუთაისში და აქამდე რჩება საავადმყოფოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

mazda magti 5g