LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა გააძლიერა

90

თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა გააძლიერა. შსს-ს ინფორმაციით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შეუფერხებლად ხორციელდება.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, განსაკუთრებით კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება. ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ.
შსს-ს არსებული სიტუაციისადმი ადეკვატური ზომები აქვს მიღებული, რათა უსაფრთხოების დონე კვლავ დარჩეს მაღალ ნიშნულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g