LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს ინფორმაციით, 2023 წელს საქართველო რუსეთის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა 

149
ing

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის კვეთის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, საქართველო რუსეთის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ქვეყანა 1 887 223-მა პირმა დატოვა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს, IV კვარტალში, ქვეყანაში რუსეთის 348 050 მოქალაქე შემოვიდა, 359 030 კი გავიდა.

სტატისტიკის მიხედვით, საზღვრის კვეთის რაოდენობით, ბოლო კვარტალში ქვეყნების ექვსეული ასეთია – თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი.

შსს-ს ცნობით, ჯამში, 2023 წელს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 1 563 549 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 1 533 655 გავიდა.

 

 

magti 5g