„რუსმა მომღერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა“– ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ლეშენკოს ქვეყანაში შემოსვლისას საპასპორტო კონტროლის გავლის დროს რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებია.
რაც შეეხება მის ქვეყანაში შემოსვლას, როგორც უწყებაში ამბობენ, რუსმა მომღერალმა საპასპორტო კონტროლი შეუფერხებლად გაიარა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა არ უფიქსირდებოდა.