შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს 10 პირია დაკავებული. ამის შესახებ უწყებაში აცხადებენ.
მათი განმარტებით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.
შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ და შსს-ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდენ. აქტივისტები შენობაში შესვლას და შსს-ს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
შსს-ს ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე, გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
