აშშ მხარს არ დაუჭერს მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, – მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნებას შტატების სენატორი რონ ჯონსონი ეხმაურება.
„არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად – არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას“ – აცახდებს ჯონსონი.
მისი თქმით ეს ინტერესები მოიცავს დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას, სტაბილურობას მოიცავს და არა – რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას.
“დააყენეთ ქართველი ხალხის ინტერესები პოლიტიკურ მისწრაფებებზე მაღლა” – სენატორი ჯონსონი
„გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველაპარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს. დააყენეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები ინდივიდუალურ პოლიტიკურ მისწრაფებებზე და პარტიულ მისწრაფებებზე მაღლა – აცადებს სენატორი ჯონსონი