ჰამბურგსა და ირგვლივ მდებარე ტერიტორიებზე შტორმმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, დააზიანა ავტომობილები. ქუჩებში ქვეითი პატრულია მობილიზებული, რომელიც ადამიანებს საჭიროების შემთხვევაში ეხმარება.
გადაიდო სარკინიგზო მიმოსვლა. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.