LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევში, ტყეში ხანძარია

64

შუახევში, შუბნის თემის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დარჩიძეების საყარაულოს ტყეში ხანძარია.

როგორც ფორტუნას სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ხანძრის კერისკენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მიემართებიან. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ფართობზეა ცეცხლის კერა გავრცელებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები