LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციას ქალებიც შეუერთდნენ და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს

115
ჭიათურაში პირი ამოიკერეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციას ქალები შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილე 5 მამაკაცს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს, 3 ქალი შეუერთდა – ისინიც პროტესტის უკიდურესი ფორმით – პირის ამოკერვითა და შიმშილობით თავიანთ მოთხოვნებს აყენებენ.

სოფლის მცხოვრებთა ნაწილი მოითხოვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვება შეწყვიტოს, ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია სამ თვეზე მეტია გრძელდება, 11 მაისის შემდეგ, იგივე მოთხოვნებით უკვე 8 ადამიანი შიმშილობს. აქციის მონაწილეები ადგილზე სახალხო დამცველის ჩასვლას ითხოვენ.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით დაზარალებულებმა 3-მა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის, „შუქრუთი +“-ის მიერ მარგანეცის მოპოვებით სერიოზულად დაზარალდნენ – ინგრევა სახლები, აღარ მოდის მოსავალი და არაერთ ეზოში მიწა ჩავარდა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ზარალი არა კომპანიამ, არამედ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს.

სახლები დაიბზარა, მიწები დაიმეწყრა – ჭიათურაში კიდევ ორმა ადამიანმა ამოიკერა პირი

20 მაისს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ „შუქრუთი +“ მზად არის სოფლის „რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება სამართლებრივ  და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას მართლმსაჯულება გადაწყვეტს “.

კომპანიის განცხადებით, ინფორმაცია, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და ზარალს არ უნაზღაურებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან „შუქრუთი +„-ს 2020 წლის ივნისიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარის კომპენსაცია აქვს გაცემული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g