LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ შუქრუთის მცხოვრები, ერთ-ერთი მოშიმშილე პირი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

127
მოშიმშილე

პარლამენტთან, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების აქციის მონაწილე, ერთ-ერთი მოშიმშილე პირი შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მოშიმშილეს, სავარაუდოდ, შაქარის დონე ჰქონდა დაბალი ჰქონდა, რის გამოც საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

ცნობისთვის, შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილი პარლამენტთან თითქმის ერთი თვეა შიმშილობს. ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯი ან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანიის საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ, ხოლო “ჯორჯიან მანგანეზი” კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები