LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შურისძიება რუსეთის ქმედებებისთვის: უკრაინელმა მეზღვაურმა რუსი ოლიგარქის იახტა ჩაძირა

38665
1

კიევზე თავდასხმის კადრების ნახვის შემდეგ, უკრაინელმა მექანიკოსმა, ტარას ოსტაპჩუკმა რუსი ოლიგარქის, ალექსანდრე მიხეევის ძვირადღირებული იახტას ჩაძირა.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, შედეგად, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს შვიდი მილიონი ევროს ზარალი მიადგა.

სასამართლოს ინფორმაციით, ოსტაპჩუკმა გემის ძრავის ოთახში სარქველები გახსნა, შემთხვევა ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე მოხდა.

იახტაზე “ლედი ანასტასია” ოსტაპჩუკი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

“იახტის მფლობელი პასუხისმგებელია იარაღის წარმოებაზე, რომლითაც ჩემს ქვეყანას თავს დაესხნენ”, – განაცხადა დაკავებულმა.

იახტის მფლობელი ალექსანდრე მიხეევი იარაღის ექსპორტიორის, Rosoboronexport-ის აღმასრულებელი დირექტორია.

კიევის დაბომბვის კადრების ნახვის შემდეგ მოსამართლემ ოსტაპჩუკი გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები