LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შურისძიების კაბა“, რომელიც დაიანამ  ჩარლზთან დაშორების დღეს ჩაიცა (ფოტო)

873
prncdiananews31

ცნობილი კაბა, რომელიც პრინცესა დაიანას პრინც ჩარლზთან განშორების შემდეგ ეცვა, სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. ზუსტად 25 წელი გავიდა მაშ შემდეგ, რაც ლეიდი დი „შურისძიების კაბით“ გამოჩნდა. ის პრინცესას Vanity Fair-ის წვეულებაზე ეცვა და როგორც ამბობენ, ეს კაბა მან ბოლო მომენტში შეარჩია. სამეფო ოჯახის ბიოგრაფი ენდირუ მორტონი ამბობს, რომ  ეს კაბა დაიანამ ზუსტად იმ დღეს ჩაიცვა, როდესაც ცნობილი გახდა პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერის რომანზე.

იქამდე დაიანა „ვალენტინოს“ კაბას იცმევდა, თუმცა ბოლო მომენტში „კრისტინა სატამბოლიანის“ სექსუალური, მხრებზე მოხსნილი კაბა ჩაიცვა, რომლის სტილი სამეფო ოჯახის პროტოკოლს მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. ამ წვეულებას ВВС პირდაპირ ეთერში გადასცემდა, რადგან ეს იყო დაიანას პირველი გამოჩენა განქორწინების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g