LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი ქალაქების ცენტრში დიზელის ძრავიანი ავტომობილების შესვლას აკრძალავს

84

შვედეთის მთვარობამ დიზელის ძრავიანი ავტომობილებისთვის აკრძალვა დაწესა: ამიერიდან მათ დიდი ქალაქების ცენტრალურ ნაწილში შესვლა აღარ შეუძლიათ. ასეთივე აკრძალვაა გერმანიაშიც, ფინეთი კი მსგავს შეზღუდვას არ გეგმავს. მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, რომლებიც დიზელის ძრავებით არიან აღჭურვილნი, გერმანიისა და შვედეთის დიდი ქალაქების ცენტრალურ ქუჩებზე ვეღარ გაივლიან.

ასეთი გადაწყვეტილება ავტომობილებისათვის ეკოლოგიური ტესტების ჩატარების ნორმების შეცვლამ განაპირობა. გასული წლის პირველი სექტემბრიდან ახალ მოდელებზე გამონაბოლქვის დონეს რეალურ პირობებში ამოწმებენ, რადგან ამ გზით მიღებული შედეგები უფრო სარწმუნოა, ვიდრე ლაბორატორიის პირობებში.

რაც შეეხება ფინეთის დიდი ქალაქების ცენტრალურ ქუჩებს, აქ დიზელის ძრავიან ავტომობილებს შეზღუდვა არ აქვთ. მთავრობა მიიჩნევს, რომ ჰაერს არა დიზელის ძრავიანი ავტომობილები, არამედ ძველი ავტობუსები აბინძურებენ.

აღსანიშნავია, რომ დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილებზე მოთხოვნა თანდათანობით იკლებს, ამიტომ ფინეთის მთავრობას გამართლებულად არ მიაჩნია ასეთი ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები