შვედეთი 6 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადადის.
ინიციატორების განმარტებით, ამით გაიზრდება დასაქმებულთა პროდუქტიულობა.
ასევე, მათი თქმით, ისინი თავს უფრო ბედნიერად იგრძნობენ, რადგან მეტი დრო ექნებათ პირადი ცხოვრებისთვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური კვლევაც ჩატარდა, რომელშიც 600 000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მიხედვით, დასაქმებულ მონაწილეთა 33 %, რომლებიც კვირაში 55 საათს მუშაობენ, ინსულტის რისკის წინაშე დგანან. ხოლო, ისინი ვინც კვირაში 55 საათზე ნაკლებს მუშაობენ, მათი რისკი მცირდება.