2028 წლიდან შვედეთში სავალდებულო სასკოლო განათლება 10 წლიანი გახდება. ამის შესახებ The Guardian წერს.
ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააუქმოს სკოლამდელი სავალდებულო სასწავლო წელი, ე.წ. förskoleklass, სადაც ბავშვებს პირველ კლასში მოსახვედრად თამაშის მეთოდით ამზადებენ. ნული კლასის ნაცვლად სკოლაში დამატებით წელს შემოიღებენ, რათა ბავშვებმა კითხვა, წერა თუ მათემატიკა ტრადიციული მეთოდებით ისწავლონ.
რეფორმას კრიტიკოსებიც ჰყავს. ისინი შიშობენ, რომ ასეთი მეთოდი ეწინააღმდეგება კვლევას, რომელიც აჩვენებს რომ ამ ასაკში ბავშვები თამაშით უკეთ სწავლობენ. პროფკავშირები ასევე დარდობენ, რომ სიახლემ შესაძლოა სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს.
შვედეთში ამჟამად 6 წლიდან ბავშვები უფასო 9 წლიან განათლებას იღებენ, რომლის შემდეგაც სწავლის გიმნაზიაში გაგრძელება შეუძლიათ.