ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, შვედეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის Freedom Travel-ის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა. გამოცემას სკანდინავიის ქვეყნებში 1.5 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს, გაეცნენ ქართულ გასტრონომიას, ღვინოს, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო კურორტებსა და კულტურულ ტურიზმს.

Freedom Travel-ის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ როგორც გამოცემის მკითხველებისთვის, ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის.