LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედური გზები ელექტრომობილებს მოძრაობისას დატენიან

51

შვედეთში პირველი გზა გაიხსნა, რომელსაც მოძრავი ელექტრომობილების ელემენტების დატენვა შეუძლია. გზის მონაკვეთი ორ კილომეტრს მოიცავს და ის სტოკჰოლმსა და აეროპორტ სტოკჰოლმ-არლანდას შორის მდებარეობს. ამის შესახებ The Guardian წერს.

კომპანიამ eRoadArlanda, რომლებიც გზების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, 50 მეტრიან სექციებში კონტაქტური რელსების ინტეგრირება მოახდინა. მასთან დაკავშირება ძაბვის მოძრავი მიმღების საშუალებით ხდება, რომელიც ავტომობილის ქვედა ნაწილზეა დამაგრებული. კვება რელსებს ავტომატურად გადაეცემა, როგორც კი მის თავზე ავტომობილი აღმოჩნდება.

ასეთი მომსახურება უფასო არ არის. სისტემას შეუძლია დაიანგარიშოს თითოეული დაკავშირებული ავტომობილის ენერგიის დანახარჯი და ავტომფლობელს ქვითარი გამოუწეროს.

გზის ელექტროფიცირებული მონაკვეთის თითეული კილომეტრის ღირებულება ერთი მილიონი ევროა, რაც 50-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ტრამვაის ხაზის ჩაშვება. მისი გამოყენების შედეგად CO2-ის გამოყოფა 90%-ი შეიძლება შემცირდეს. ელექტროგზების განვითარება შვედეთის მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც 2030 წლისთვის შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების რაოდენობის შემცირებას 70%-ით ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები