LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში ტურისტებს ფოტოების გადაღება აუკრძალეს

42

შვეიცარიის ერთ-ერთ სოფელში ტურისტებს ფოტოების გადაღება მხოლოდ იმიტომ აუკრძალეს, რომ დასახლება ზედმეტად ლამაზია. სოფელ ბერგუნის ადმინისტრაციამ მიიღო ახალი კანონი, რომელიც მოგზაურებს ყველანაირი კადრის გადაღებას უკრძალავს.

გადაწყვეტილების ასახსნელად ხელისუფლებამ მეცნიერული კვლევაც მოიყვანა. საქმე ისაა, რომ ლამაზ ადგილას გადაღებული კადრი ადამიანებს ძალიან უბედურს ხდის, რადგან ფოტოს ნახვის დროს ახსენდებათ ეს ადგილი და ძალიან განიცდიან რომ იქ აღარ არიან. გარდა ამისა, დასახლების მერი პიერ ნიკოლაი თვლის, რომ სოფლის სილამაზეში ტურისტები თავადვე უნდა დარწმუნდნენ, არ ენდონ სოც-ქსელებს და ბერგუნს პირადად ესტუმრონ. სწორედ ამიტომ, მათ ქსელში გავრცელებული ყველა კადრი გააქრეს და თუკი ვინმე ფოტოს გადაღებას მაინც გაბედავს, ამიერიდან 5 ევროთი დაჯარიმდება.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მორიგ სარეკლამო ხრიკად თვლის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები